|
2017-12-29 18:00:47, 3361 ნახვა
საზოგადოება
მოხალისეებთან შემაჯამებელი შეხვედრა მედიათეკაში გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა მოხალისეებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. თათია ხოჭოლავამ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ პროგრამებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გამართულ შეხვედრას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე დაესწრო, რომელმაც პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. თათია ხოჭოლავას განცხადებით, მოხალისეობრივი პროგრამები/პროექტების მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების საკეთილდღეოდ საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაციაა. მისივე თქმით, მოხალისეობის მხარდაჭერა ხელს უწყობს ახალგაზრდებს თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საწყისებზე სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს. მათ შორისაა პროგრამა „მოხალისე“, რომელიც საქართველოს 19 ქალაქის იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. პროგრამა „ორი თაობა“ კი - თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა. ახალგაზრდებს, ასევე, საშუალება აქვთ ჩაერთონ კეთილმოწყობით და გამწვანებით ღონისძიებებშიც. ბოლო სამი წლის განმავლობაში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ 4 ათასამდე მოხალისე ჰყავდა. ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებებია: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება; მოხალისეობის მხარდაჭერა; სამართლებრივი/სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სხვა.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)