00:08 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 16:38:58, 2764 ნახვა

ეკონომიკა
ნოემბერში გასულ წელთან შედარებით, საკვები პროდუქტების ნაწილი გაძვირდა

2017 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.1 პროცენტით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში აღსანიშნავია თვითმფრინავით მგზავრობის ფასის ზრდა 42 პროცენტით. გაიზარდა ასევე დიზელის საწვავის ფასი, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას უკავშირდება.

სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე, გაძვირდა ზოგიერთი ბოსტნეული და გაიაფდა ციტრუსი.

წლიურ ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს პროდუქტების, საწვავისა და ავტომობილების გაძვირება, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის გადასახადის მატებითა და ნავთობის მსოფლიო ფასების გაძვირებით არის გამოწვეული.

ნოემბრის წლიური ინფლაციიდან ამ პროდუქტებზე 2.7 პროცენტული პუნქტი (პ.პ), მოდიოდა. სხვა ერთჯერადი ფაქტორებიდან აღსანიშნავია გაზის გადასახადის მომატება და მნიშვნელოვანწილად ნავთობის გაძვირების გამო თვითმფრინავით მგზავ­­რობის გაძვირება. მათი ჯამური გავლენა ინფლაციაზე 0.4 პ.პ-ია. 2.1 პ.პ სურსათის, ხოლო 1.7 პ.პ - დანარჩენი პროდუქტების გაძვირებაზე მოდიოდა.

ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით 26 პროცენტით გაძვირდა „ბოსტნეულის“ ქვეჯგუფში შემავალი პროდუქტები. 10 პროცენტით მოიმატა ფასებმა „ხორცსა და ხორცის პროდუქტების“ და „რძე, ყველი და კვერცხის“ ქვეჯგუფის, ხოლო 9 პროცენტით ხილის ფასებმა. ფასები ზემოთ აღნიშნულ ქვეჯგუფებში შემავალ პროდუქტებზე გასული წელს ძირითადად მცირდებოდა. ბოსტნეულის საშუალო წლიური დეფლაცია -9.2, ხორცის და ხორცის პროდუქტების -0.5, ხოლო რძის, ყველისა და კვერცხის -0.7 პროცენტი იყო. ჯამში სურსათის საშუალო წლიური ინფლაცია კი 1.3 პროცენტს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტების საგრძნობი გაძვირება ძირითადად საბაზო ეფექტით შეიძლება აიხსნას.

გასული წლის დასაწყისიდან შაქარზე მსოფლიო ფასების ზრდის გამო შაქრის შემცვლელი პროდუქტები მნიშვნელოვნად ძვირდებოდა და მათი წვლილი საერთო ინფლაციაში მაღალი იყო. მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის კლების პარალელურად მიმდინარე წლის დასაწყისიდან შაქრის ინფლაციას კლების ტენდენცია ჰქონდა და საბოლოოდ ივლისში ამოიწურა. ხოლო ნოემბერში შაქრის ფასის 10 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა. შაქრის შემცველ პროდუქტებზე ფასები თითქმის არ შეცვლილა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics