|
2017-12-28 15:00:23, 1835 ნახვა
სამართალი
ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატი: საქმის მასალებში ტერაქტების მოწყობა ნახსენები არ არის
პანკისის ხეობაში დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატის, დალი ბარბაქაძის განცხადებით, საქმის მასალები 16 ტომს შეადგენს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დროის სიმცირის გამო, საქმის მასალებს ნაწილობრივ გაეცნო. თუმცა, ბარბაქაძის განცხადებით, მასალებში არ არის რაიმე იმის დამადასტურებელი, რომ ჩოფანაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. „მასალები საკმაოდ მოცულობითია. 68 cd დისკზე მეტია ჩანაწერი. საქმის მასალები სადღაც 16 ტომია. ბადურ ჩოფანაშვილი იგივე პოზიციაზეა. ვერ ვნახე მასალებში რაიმე დამადასტურებელი იმისა, რომ ჩოფანაშვილმა ჩაიდინა ის დანაშაული, რაც მას ბრალად ედება“, - განაცხადა ადვოკატმა. დალი ბარბაქაძის ინფორმაციით, საქმის მასალებში ტერაქტის მოწყობასთან დაკავშირებით საუბარი არ არის. ბარბაქაძე განმარტავს, რომ გამოძიება ძირითადად ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. „მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რადგან გაკეთდა განცხადებები, თითქოს ისინი აპირებდნენ ახალი ტერაქტების მოწყობას როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. მსგავსი რამ მასალებში ხსენებული არ არის. მხოლოდ და მხოლოდ აქცენტი გაკეთებულია იმ შემთხვევაზე, რომელიც მოხდა ბერი გაბრეილ სალოსის ქუჩაზე. გამოძიება ძირითადად ბინის დაქირავებას უკავშირდება“, - განაცხადა ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში, სპეცოპერაციისას დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის, რუსლან ალდამოვის და რამაზ მარგოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 25 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში - დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი პირი თავის არეში დაიჭრა და საავადმყოფოში იმყოფება. მისი საქმე სასამართლოში არ განიხილება. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)