|
2017-12-27 14:39:04, 2062 ნახვა
სამართალი
საია: შსს-ს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები არ უნდა გაესაჯაროებინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც სოფელ ქისტაურში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას ეხება. როგორც საია-ში აცხადებენ, შსს-მ მოქალაქე თ.შ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა, რითაც „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია. "„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, რომელთა დამუშავებისთვისაც კანონი განსაზღვრავს მაღალ სტანდარტს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს ასევე სპეციალურ/განსაკუთრებულ კატეგორიად აღიარებს ევროპის საბჭოს კონვენცია „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ.“ შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში. მოცემულ საქმეში არ იკვეთება კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები (მაგალითად, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა), რაც ინფორმაციის დამუშავების ლეგიტიმურობაზე მიუთითებდა. მართალია, ობიექტური გამოძიებისათვის აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესწავლა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან მოცემულ საქმეში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება არ არსებობდა. საქმისადმი მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც, სამინისტროს მხრიდან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გამჟღავნება, კონკრეტული დაავადებისა თუ სამედიცინო პრობლემის მითითების გარეშე, საკმარისი იქნებოდა საზოგადოების ინფორმირების მიზნით. ამდენად, მოვუწოდებთ: -შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო ყურადღებით მოეკიდოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, მათ შორის, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების დამუშავებასა და გასაჯაროებას; -პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს - შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და გამოიყენოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)