|
2017-12-27 13:08:52, 2060 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ" განკარგულებას, რომლის თანახმადაც 187 პირია შეწყალებული. კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალბატონ მსჯავრდებულს და 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან 4 ქალბატონ მსჯავრდებულს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს. შეწყალების საკითხთა კომისიამ 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 1182 პირის საქმე განიხილა და კომისიის მუშაობის შედეგად, 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 187 მსჯავრდებული. ზვიად ქორიძის განცხადებით, რაც შეეხება "თეთრი ხმაურის მოძრაობის" რეკომენდაციას - როგორც კი ეს მოსაზრება მათ გამოთქვეს საჯაროდ, ჩვენ მეორე დღესვე გავაკეთეთ განცხადება და ახლაც გიდასტურებთ, რომ ნარკოდანაშაულების მიმართ პრეზიდენტის მიდგომა მაქსიმალურად ლოიალურია. "იცით რომ სტატისტიკა ღიაა და შეგიძლიათ ნახოთ, დღესაც იმ 123 მსჯავრდებულიდან, რომელიც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ნახევარზე მეტი - 65 მსჯავრდებული სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულზე არის მსჯავრდებული და ასევე, იმ მსჯავრდებულებს შორისაც, ვისაც შეუმცირდა სასჯელი არიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებული პირები და ის ორი უვადო მსჯავრდებული, ვისაც დღეს პრეზიდენტმა უვადო მსჯავრი შეუცვალა ვადიანით და დაუდგინა კონკრეტული გათავისუფლების თარიღი, ორივე ეს მსჯავრდებული სწორედ ნარკოდანაშაულზე იხდიდა უვადო მსჯავრს", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)