17:39 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 11:38:31, 510 ნახვა

კახა კალაძემ ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შეაჯამა

„დავიწყეთსტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანიც ბიუროკრატიის შემცირება და ეფექტური, მოქნილი მმართველობის განხორციელებაა“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, ამ მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისია გაუქმდა. კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს კი, მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ნაკლებ დროში  და უფრო ეფექტურად მიიღებენ.

თბილისის მერმა ბოლო თვენახევრის განმავლობაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შეაჯამა.

კახა კალაძემ დაწყებული პროექტებიდან ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია გამოყო და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება  დაახლოებით, 52 მილიონი ლარი ჯდება და 2 000 ადამიანი იქნება დასაქმებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც იქ წლებია ცხოვრობენ, თავი კომფორტულად იგრძნონ და რაც მთავარია, უსაფრთხოდ. იცით, რომ იქ არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენს დედაქალაქში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება “, - განაცხადა კახა კალაძემ და თბილისის განვითარების ფონდს, რომელიც ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს, მადლობა გადაუხადა.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება უკანონო მშენებლობებისა და სამშენებლო ნორმების გამკაცრების საკითხზეც გაამახვილა.

მისი თქმით, ქალაქში უკანონო მშენებლობის უამრავი ფაქტი ფიქსირდება, რომელთა მესაკუთრეებს ზედამხედველობის სამსახურმა გარკვეული ვადა მისცა, რათა უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდეს.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურის მიერ სხვადასხვა მიმართულებით 216 მითითება გაიცა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს, ასევე უკანონო და პროექტის დარღვევით მშენებლობებს ეხება. რაც შეეხება სახელმწიფო მიწაზე უნებართვო მშენებლობებს, მიზანმიმართულად ხდება მიწების დატაცება. დაახლოებით, 500-დე ასეთი ობიექტია გამოვლენილი და ამათგან წარმოება დაწყებულია 270 ობიექტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამშენებლო უსაფრთხოებას, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამშენებლო მოედნებზე სატვირთო მანქანების გამოსვლის დროს ქუჩების დაბინძურების ფაქტები ხშირია.

კახა კალაძის განცხადებით, სპეციალური მოსარეცხი ადგილები უნდა მოეწყოს იმისთვის, რომ სამშენებლო მოედნიდან გამოსულმა მანქანებმა ქალაქი არ დააბინძურონ.

„შესაბამისად, არცერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცეს, სადაც ასეთი ჩამოსარეცხი არ იქნება მოწყობილი იმ მშენებლობებზე, სადაც მშენებლობა უკვე დაწყებულია. დაავალდებულეთ, რომ ეს მოედნები შესაბამისად მოეწყოს. ეს ქალაქი ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ მის სისუფთავესა და მოვლაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics