|
2017-12-25 14:38:57, 1997 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი: თუ დადასტურდა, რომ პოლიციელებმა ზვიად რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რეაგირება უმკაცრესი იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. როგორც მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა, პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას არ ამართლებს და შსს აღნიშნულის თაობაზე არც მიანიშნებს. მეზვრიშვილის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ ზვიად რატიანისთვის პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დადასტურების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება უმკაცრესი იქნება: „მინდა საზოგადოებამ ძალიან სწორად გაიგოს რაზე ვსაუბრობთ – ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როცა პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ, ეს ამართლებს რაიმე ფორმით პოლიციელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ამაზე საუბარი არ არის, ჩვენ ვსაუბრობთ , რომ თუკი გამოძიების ფარგლებში, რომ პოლიციელებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზვიად რატიანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი. მოგეხსებნებათ, საქმეს იძიებს საქართველოს მთავარი პროკურატურა“,-აცხადებს ნათია მეზვრიშვილი. მეზვრიშვილის თქმით, მეტი ობიექტურობისთვის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა: „საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე, ეს უკვე პროკურატურის კომპეტენციაა. ამიტომ იძიებს პროკურატურა ამ საქმეს. ჩვენ არ გვინდა, რომ გაჩნდეს გარკვეული კითხის ნიშნები, ამიტომ, მაქსიმალური ობიექტურობისათვის, საქმეს იძიებს პროკურატურა და ასეთია კანონის მოთხოვნაც. ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს და თუ დადასტურდა პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტები, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებას მოვახდენთ.- მათ წარედგინებათ ბრალი. ეს არის სამართლებრივი რეაგირების კანონით დადგენილი ფორმა და თუ დადასტურდა მათი დამნაშავეობა, სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე, ისე როგორც კანონით არის განსაზღვრული“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას უფლებამოსილებას გადააჭარბებს. ის პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)