13:34 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-24 10:14:54, 603 ნახვა

ირაკლი კობახიძე: უმრავლესობა არის მაქსიმალურად კონსოლიდირებული

„შეიძლება ძალიან თამამად ითქვას ეს, უმრავლესობა არის მაქსიმალურად კონსოლიდირებული. რა თქმა უნდა, არის საკითხები, სადაც გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, მსჯელობა. ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი და ამით ვამაყობთ ჩვენ სწორედ, რომ პლურალიზმის ხარისხი გაიზარდ​ა ჩვენს ქვეყანაში",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობა,მსჯელობის შედეგად, ყოველთვის ახერხებს გადაწყვეტილების მიღებას, რასაც გუნდში ყოველთვის დიდი მხარდაჭერა აქვს.

 „ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს მსჯელობა, არის აზრთა სხვადასხვაობაც, თუმცა, როგორც ხედავთ ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებების მიღებას და აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა თითოეულ იმ გადაწყვეტილებას, კონსოლიდაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი. პირიქით სწორედ ამას გვიყენებენ ხოლმე ხშირად ბრალდებად, რომ ზედმეტად კონსოლიდირებულია მმართველი ძალა, რაც საფრთხეს უქმნის, ასე ვთქვათ, „მცირე პარტიებს". ბევრად უფრო ძლიერია მმართველი პარტია ყველა თვალსაზრისით, ვიდრე ოპოზიციური პარტიები, რაც არის, რა თქმა უნდა, გამოწვევა ქართული დემოკრატიისათვის",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი
ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics