|
2017-12-23 14:56:20, 2285 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი - მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააჩნდეთ
საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. „რეიდის“) დაწყებას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააჩნდეთ. „სპეციალური საპოლიციო კონტროლი „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლის მიზანს კანონდარღვევის პრევენცია და/ან გამოვლენა წარმოადგენს. მინისტრის განკარგულების საფუძველზე პოლიცია უფლებამოსილია, შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროის განმავლობაში, მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმოს მოქალაქეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ნივთები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, კანონი მოქალაქეს შემდეგ უფლებებს ანიჭებს: მოითხოვოს პოლიციელის მიერ ვინაობისა და სამსახურებრივი საბუთის წარდგენა; მოითხოვოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველის განმარტება; მოსთხოვოს პოლიციელს სამხრე კამერის ჩართვა მასთან კომუნიკაციის დროს; გაეცნოს პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დასაშვებია პირის ზედაპირული შემოწმება, ანუ ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია პოლიციელის მიერ მოქალაქის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჯიბის ამობრუნების ან ტანსაცმლის გახდის მოთხოვნა. ანალოგიურად, მოქალაქის ნივთი ან ავტომობილი (საბარგულის ჩათვლით) მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება იქნეს დათვალიერებული. სახალხო დამცველი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ზემოხსენებული უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთან კომუნიკაციის დროს სხვა სახის პრობლემის არსებობისას, მათ შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა („126“) და სახალხო დამცველის აპარატის („1481“) ცხელ ხაზებს. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საპოლიციო ღონისძიების, განხორციელებისას მასში მონაწილე მოქალაქეთა კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაცია ყველასთვის შეუზღუდავად იქნება უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ცნობისთვის, შსს-მ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორ დღეში 69 პირი დააკავა.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)