|
2017-12-22 12:56:50, 1448 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელი მიიღო
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალდანიშნული წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი მიიღო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, ჰააგის სასამართლოსთან კოორდინაციაში ჩართული უწყებების − შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური − წარმომადგენლები. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ჰააგის სასამართლოს შორის 2008 წლის ომის საქმის გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობისა და საზოგადოების ინფორმირების საკითხები. კაუპო კანდი ესტონელი დიპლომატია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში სხვადასხვა პოზიციაზე და ძალიან კარგად იცნობს რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის ასპექტებს. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მან ჰააგის სასამართლოს საქართველოში წარმომადგენლის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ იუსტიციის სამინისტროში გამართა, რომელიც კოორდინაციას უწევს ჰააგის სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლის დროულად დანიშვნის საჭიროებას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა 2017 წლის ივლისში საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან შეხვედრის დროს, როდესაც ხელი მოეწერა ჰააგის სასამართლოსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. აგრეთვე, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ორი კვირის წინ გაერო-ში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძესა და სასამართლოს განმწესრიგებელს შორის გამართული შეხვედრის დროს. იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო უწყებებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კაუპო კანდი შეხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საქართველო 2008 წლის ომის თემაზე ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას ნიუ-იორკში მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებს შეხვდა. ყველა შეხვედრის თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იყო. პარტნიორი ქვეყნების ინფორმირება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა პარტნიორ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს განუმარტა, თუ რა სირთულეები არსებობს ჰააგის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ჰააგის სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუციაა ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც საკუთარი ინტერესების დაცვას მხოლოდ სამართლებრივი გზების გამოყენებით ხედავს. მისივე თქმით, მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულთათვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის. ამასთან, დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინსტიტუციურ და სამართლებრივ გაძლიერებას ემსახურება, რათა სასამართლოს მანდატი სრულად და ეფექტურად შესრულდეს. (NS)
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





