08:47 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 15:33:37, 1939 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: აზიური ფაროსანა არის გამოწვევა, რომელიც არ ვიცით რა „სიურპრიზებს“ გვიმზადებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობებთან შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და გამოწვევვებზე საუბრობს.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება აზიურ ფაროსანაზე გაამახვილა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც უპრეცედენტოა.

„ძალიან მნიშვნელოვანია გამოწვევებზე საუბარი და ეს არის რა თქმა უნდა აზიური ფაროსანა, რომელიც არ ვიცით რა „სიურპრიზებს“ მოგვიტანს  2018 წელს. ჩვენ საგულდაგულოდ ვემზადებით ამისათვის. 2017 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააკეთა მაქსიმალური რაც შესაძლებელი იყო  ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც არის უპრეცედენტო  დღემდე არნახული და  ვნახოთ როგორი იქნება გაზაფხული. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მომზადებული უნდა დავხვდეთ ამ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics