08:38 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 13:36:25, 1660 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, ინვესტიციების პარალელურად რაც შეიძლება მეტი დანაზოგები გვქონდეს

„სტრუქტურული რეფორმების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ისინი გავყოთ, ასე ვთქვათ,  დანაზოგების წამახალისებელ სტრუქტურულ რეფორმებად და პროდუქტიულობის გაზრდის სტრუქტურულ რეფორმებად“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსისვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთმნიშვნელოვნად არის რეფორმები, რომელიც დანაზოგების წახალისებას უწყობს ხელს.

„ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. კანონპროექტი შემუშავებულია და ატვირთულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგერდზე. ძალიან მალე,  პრაქტიკულად, შემდეგ კვირაში, კომენტარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე უკვე განვიხილავთ კერძო დაგროვებით საპენსიო რეფორმას და შემოვალთ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საკომიტეტო მოსმენებზე დავიწყოთ გახილვა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისათვის. „ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რა გვსურს მივიღოთ კაპიტალის ბაზრის რეფორმისგან,  გვსურს, რა თქმა უნდა, მივიღოთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები - როდესაც მეწარმე შეძლებს მიიღოს დაფინანსება არამხოლოდ კომერციული ბანკისგან, არამედ ღია ბაზრიდან. ის შეძლებს მოიზიდოს როგორც მისთვის საჭირო კაპიტალი, ასევე ის სასესხო საშუალებები და საჭიროებები, რომელიც მას გააჩნია. პროდუქტიულობის ნაწილში ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics