|
2017-12-20 12:28:43, 2032 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი: ჩვენ დღეს 600-მდე მსჯავრდებული გვყავს დასაქმებული
სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, დასაქმების საკითხი პენიტენციურ დაწესებულებებში ძალიან მნიშვნელოვანია. კახიშვილის თქმით, როცა ადამიანი თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება, მას უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ, თუ რით დაკავდეს: „ერთი, ეს არის განათლების მიღება, როგორც უმაღლესი ისე, პროფესიული, მეორე არის დასაქმება.ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, შევქმნათ სამუშაო კერები დაწესებულებებში და ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ უკვე დღეს გვყავს 600-მდე მსჯავრდებული დასაქმებული, რომლსაც საშუალება აქვს, მიიტანოს ხელფასი და გადარიცხოს ეს ხელფასი საკუთარ სახლში. ამავე დროს, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საშუალება მსჯავრდებულებთან გავაფორმოთ სამოქალაქო კონტრაქტები მცირე სარემონტო სამუშაოებზე, ასევე შევქმენით სპეციალური ონლაინ მაღაზია, სადაც მსჯავრდებულებს აქვთ საშუალება, ის პროდუქცია გამოფინონ და ონლაინ რეჟიმში გაყიდონ, მიიღონ შემოსავალი, რომელსაც ციხეებში დაამზადებენ. ასევე, ერთ-ერთი წარმატებული კურსია კულინარიის კურსი, რომელიც შეუძლია მსჯავრდებულს გაიაროს. მოგეხსენებათ, რამდენი ადამიანია გათავისუფლების შემდეგ დასაქმებული პრესტიჟულ რესტორნებში“,-განაცხადა კახიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)