|
2017-12-19 16:26:10, 381 ნახვა
აჭარის მთავრობის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
მიმდინარე წლის 19 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან მიმდინარე წლის შეფასებები მოისმინა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მიუხედავად 2017 წელს არსებული გამოწვევებისა, რეგიონში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია. სხდომაზე ხაზი გაესვა კურორტ გოდერძზე გაზრდილ ინვესტიციებს, ასევე 5 წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტ "გომარდულის" ამოქმედებას, ბათუმის სტადიონის მეგა-პროექტისა და ესტაკადის მშენებლობის დაწყებას, ისტორიული პროექტის - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას, 350-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხზე, რა მიმართულებითაც სხვადასხვა უწყებები აგრძელებენ მუშაობას. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინგა შამილიშვილის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტის სასწავლო და კულტურულ დაწესებულებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად ეტაპობრივი იმიტირებული განგაში ტარდება. ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან მოისმინა ანგარიში ციტრუსის სეზონის შესახებ. ავთანდილ მესხიძის შეფასებით, ციტრუსის სეზონის წლევანდელი წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბაზრების დივერსიფიკაციამ და ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდამ. ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება, ამ ეტაპზე ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი, მიღებული და გადამუშავებულია 4700 ტონა არასტანდარტული მანდარინი. დღესვე, მთავრობის სხდომაზე ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დამსწრე საზოგადოებას ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლისა და დაზარალებულების დახმარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მერის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის და დეველოპერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდება თუ რა ტიპის კორპუსი აშენდება, გახდება თუ არა საჭირო თანადაფინანსება. ზურაბ პატარაძე აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. ლაშა კომახიძემ ასევე ქალაქის საახალწლო განათების და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მთავრობის სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო 3 საკითხი. მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ანგარიში წარადგინა. პროექტებისათვის სულ გამოყოფილია 15 725 198 ლარი, საიდანაც ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის და ქობულეთის წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 524 612 ლარი გამოიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძზე, ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გასაცემი კომპენსაციის შესახებ მოახსენა სხდომის წევრებს. კერძოდ, კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის საკომპენსაციო თანხა 3 139 306 ლარს შეადგენს. მთავრობის სხდომაზე გამოტანილი საკითხები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოწონებულ იქნა. (NS)
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)