|
2017-12-19 15:41:12, 1970 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მეხუთე მოადგილედ ილია ელოშვილი წარადგინა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერის კიდევ ერთი მოადგილის კანდიდატურა წარადგინა. დღეიდან, თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას ილია ელოშვილი დაიკავებს. კახა კალაძემ ილია ელოშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალი ენერგიით, დედაქალაქის განვითარებისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. „მინდა წარმოგიდგინოთ მერის მოადგილის თანამდებობაზე ილია ელოშვილის კანდიდატურა. ის წლების განმავლობაში, ჩემთან ერთად, ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ჩვენ 2012 წლიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და საქართველოს ენერგეტიკის წინსვლაში მისი დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახალი ენერგიით, ჩვენი დედაქალაქის წინსვლისა და განვითარებისთვის ძალიან ბევრს გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისა და წინსვლისთვის ძლიერი გუნდი მნიშვნელოვანია, რომელიც პროფესიონალებით, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. „ჩვენ წინასაარჩევნოდ შვიდპუნქტიანი გეგმა გვქონდა წარმოდგენილი, სადაც ყველა ის მიმართულება იყო გაწერილი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს აწუხებს. შესაბამისად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი გუნდით აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამ პროექტების განხორციელებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გიგა ნიკოლეიშვილს, რომელიც მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის დაცვის პოლიციას უხელმძღვანელებს და მინდა მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ილია ელოშვილმა თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. „ეს პირველ რიგში, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მიხარია, რომ ვარ იმ გუნდში, რომელშიც ძალიან დიდ ენერგიასა და მონდომებას ვხედავ. ვეცდები, თქვენი იმედები ყველანაირად გავამართლო“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)