|
2017-12-19 14:47:14, 1773 ნახვა
სამართალი
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენებმა სანკტ-პეტერბურგში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებმა, საქართველოს ნაკრების სახელით, სანკტ-პეტერბურგში, მასტერსის პოპულარულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს. გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. მასტერსის წლევანდელი ტურნირი ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. აღნიშნულ ტურნირზე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებმა ერთ დღეში 3 ოქროს მედალი მოიპოვეს. ასევე კლუბის წევრია ბრინჯაოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი. საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრებაზე სულ 5 მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლებს დაეუფლნენ და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ). ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა. ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წელს დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ძიუდოს ნაკრების ძირითადი წევრები არიან. „მებრძოლის“ სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან.
(NS)
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)