08:58 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 20:53:38, 2813 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეები გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  თბილისის პოლიციის სამმართველოში 51-ე სკოლის მოსწავლეები გამოკითხეს.

 შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება და გამორიცხული არ არის, კიდევ სხვა არასრულწლოვნები და ის პირები  გამოიკითხონ, რომელთაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნებათ:

„გამოძიება გრძელდება და ამ გამოძიების ფარგლებში არ გამოვრიცხავთ, რომ დამატებით მოხდეს ისევე როგორც სხვა არასრულწოოვნების გამოკითხვა და დაბარება, ასევე ნებისმიერი იმ პირის დაბარება, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება. ეს არის მიმდინარე პროცესი. დაველოდოთ გამოძიებას“,-აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ,  პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად  ორი მოზარდი მოკლეს.

ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics