|
2017-12-18 20:40:21, 1916 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე იქნა მიღებული. რაც შეეხება ვეტოს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. „გაიმართა მსჯელობა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით პარლამენტში და ამ მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე. რაც შეეხება ვეტოს, ვეტო არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ვეტო არის იმისთვის, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და ამის საფუძველზე შედგეს განხილვა. რა თქმა უნდა, შედგება განხილვა ვეტოსთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით 85 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მაუწყებლის შესახებ კანონპროექტში ორი საკითხია, რომელზეც დეპუტატები განსაკუთრებით ვერ თანხმდებიან. ეს ეხება რეკლამის თემასა და სტარტაპების ჩანაწერს. კერძოდ, ცვლილებები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული და სოციალური რეკლამების განთავსების პირობებს ადგენს და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა, დამწყები საწარმოების და სტარტაპების დაფინანსება მოახდინოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება. უფრო კონკრეტულად, განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა)), სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). დასაშვები ხდება, აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)