|
2017-12-18 11:13:53, 2177 ნახვა
ეკონომიკა
თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი გაიხსნა
სვანეთში, თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა. საბაგიროები ყოველდღე, 10:00-16:00 მდე იმუშავებს. სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს. თეთნულდზე სულ არის 5 საბაგიროა, აქედან, 4 სავარძლის ტიპისაა, ერთი კი - ბიგელი. კურორტზე 30 კმ-იანი 9 სათხილამურო გზა ფუნქციონირებს, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის კურორტი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს, უშუალოდ სათხილამურო კომპლექსი კი 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გაგრძელდება. ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარობს. კურორტზე 7 კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. ამ დროისთვის ფუნქციონირებს ღია სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, 23 დეკემბერს კი ოფიციალურად გაიხსნება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო. ახალი საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 ადგილიანი. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია. მისი მწარმოებელია მსოფლიოში წამყვანი კომპანია „Doppelmayr”-ი. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს ჰაწვალის სათხილამურო არეალსა და მესტიის ცენტრს ერთმანეთს დააკავშირებს.
(NS)
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)