|
2017-12-18 10:21:15, 1948 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის დღეებში გარევაჭრობისთვის თბილისში სპეციალური ადგილები გამოიყო
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გარევაჭრობა დედაქალაქში შესაბამის ლოკაციებზე 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება ნებადართული. კერძოდ, საახალწლო გარევაჭრობისთვის ადგილები დედაქალაქში შემდეგ მისამართებზე გამოიყო: გლდანი-ნაძალადევი: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა; მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ/რ; თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირი; დიდუბე: „დინამოს“ ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა; დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა; დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები; ვაკე-საბურთალო: „დელისის“ მეტროს მიმდებარედ; მეტრო „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარედ; ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქუჩა; სპორტის სასახლის მიმდებარედ; ისანი-სამგორი: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა; ვაზისუბანი: I მრ/რ. მე-12 კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილი: ვ. კუპრაძის ქუჩა N10; (სვანების ბაზრის მიმდებარედ) მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა; მერის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ლოკაციებზე უსაფრთხოებასა და ზედამხედველობას მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)