|
2017-12-15 20:07:17, 2684 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ვიდეო)
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახთან ერთად უმასპინძლა. საზეიმო ღონისძიება გორის ქალთა კაპელამ გახსნა, რომლის შემდეგაც, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას თბილისის მერმა მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. „ახლოვდება ახალი წელი და მინდა, ყველას წინასწარ მივულოცო. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში თითოეული თქვენგანის როლი მნიშვნელოვანი იქნება. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს ოჯახებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად და მჯერა, რომ 2018 წელი წარმატების წელი იქნება. მჯერა ისიც, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან მალე სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი, წარმატებებით და სიცოცხლით სავსე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ და „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო განათებებით და განსხვავებულად მორთული ნაძვის ხით შეხვდება. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს, ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ორნამენტით მოირთო, რომელზეც ქართული სუფრის ელემენტებია გამოყენებული. ახალი საახალწლო სანათები დამონტაჟდა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, ჭავჭავაძის, თამარაშვილისა და კოსტავას გამზირებზე. ასევე, პეკინის, თამარ მეფისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. საახალწლო ილუმინაციები დღეს მთელ ქალაქში აინთება. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა. პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებებისა და აქსესუარების მონტაჟი თბილისის გარეუბნებში მიმდინარეობდა. გასულ წლებთან შედარებით, წელს თბილისის ბევრად მეტი უბანი განათდა, სადაც უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.
(NS)
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)