|
2017-12-15 14:19:45, 1764 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი - უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი (ვიდეო)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა - ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იწყება. პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც 100 წლის წინ დაარსდა, წარმოიქმნა უნივერსიტეტის იდეა და ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, დღეს ხდება ამ იდეის განახლება და იქმნება საზოგადოება, რომელიც ისევე დაუდებს დასაბამს დიდი იდეის განვითარებას, როგორც ეს მოხდა 100 წლის წინ. „მე ამის დიდი იმედი მაქვს. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუხელმძღვანელო სახელმწიფო საიუბილეო კომისიას, რომელიც მოამზადებს ამ ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს. ეს ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. დღეს ჩვენ ყველას გვეამაყება ყოფნა იმ უნივერსიტეტში, რომელმაც ძალიან ბევრი პიროვნება გაზარდა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიტანეს და რომელთაგან თითოეულის სახელი ჩვენ გეამაყება. ჩვენ საფუძველს ვუყრით საქმეს, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების 100 წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ სასიქადულო მამულიშვილს გაუზრდის ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფოს გადააწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თსუ-ს მეორე კორპუსი აღდგება; ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET). „ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი უნივერსიტეტის მომავლის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში შენარჩუნდება ყველა ის მნიშვნელოვანი დარგი; ფუნდამენტური მეცენიერებების განვითარების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდება, მაგრამ ასევე განვითარდება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება. უნივერსიტეტი ყოველთვის იყო პროგრესის წყარო და თუ საიდანმე ქროდა სიახლის ქარი, ეს ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კიდევ ერთელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საიუბილეო ღონისძიებების დასაწყისს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხელი მოაწერა დოკუმენტს, „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" შექმნის შესახებ. საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს და მას ცნობილი მეცნიერი ზაალ კოკაია ხელმძღვანელობს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)