|
2017-12-15 13:55:28, 2270 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი ჰესის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბოდორნას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო. პირველმა ვიცე-პრემიერმა კომპანია „ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერის" ხელმძღვანელობასა და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ჰესის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა. ახალი სადგური მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში აშენდება. თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ჰესი ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მწვანე ჰესია, რომელსაც გარემოზე მინიმალური ზეგავლენა აქვს. „ჰესის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით: ეს არის ახალი ინვესტიციები და ახალი სამუშაო ადგილები როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ. საბოლოო ჯამში კი ბოდორნაჰესი უწყვეტად უზრუნველყოფს იმ სათაო ნაგებობების ელექტრომომარაგებას, რომლებიც დედაქალაქს სასმელი წყლით ამარაგებენ", - განაცხადა ქუმსიშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბოდორნაჰესს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აშენებს. კომპანია ე.წ „მწვანე" ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის 10 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. პროექტის განხორციელბის პროცესში 50-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ბოდორნაჰესის ელექტრო-მექანიკურ ტურბინებს და გენერატორს ავსტრიული კომპანია GUGLER-ი დაამზადებს, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. რაც შეეხება სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებს, მათ ქართული კომპანიები ,,პირამიდა" და „საქ. წყალ პროექტი" განახორციელებენ. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ,,Stucky SA" გაუწევს ზედამხედველობას. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჰესის მშენებლობას ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით აფინანსებს. ახალი „მწვანე" ჰესის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება.
(NS)
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)