|
2017-12-15 12:42:22, 1651 ნახვა
საზოგადოება
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციაში „მასტერის“ მონაწილეობის გამო, საზოგადოების ნაწილს ბოდიშს უხდის
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ 10 დეკემბერს, ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით გამართულ აქციაზე „ხმაური გამარჯვებისთვის" რეპერი „მასტერის“ მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება და "შექმნილი არასასურველი ვითარების გამო" საზოგადოების ნაწილს ბოდიშს უხდის. მოძრაობის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ერთგული მხარდამჭერების განაწყენება არ წარმოადგენდა მოძრაობის მიზანს და მწუხარებას გამოთქვამენ, რომ სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ნაწილის სცენაზე ხილვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა და მათ შორის ქვიარ თემის აქტივისტებმა, ჰომოფობიის მხარდაჭერად და პირად შეურაცხყოფად მიიღეს. „გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში წარმოშობილ ცხარე დისკუსიას აქციის გარშემო. ცხადია, ერთგული მხარდამჭერების განაწყენება არ წარმოადგენდა მოძრაობის მიზანს და გულწრფელად ვწუხვართ, რომ სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა ნაწილის სცენაზე ხილვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა და მათ შორის ქვიარ თემის აქტივისტებმა, ჰომოფობიის მხარდაჭერად და პირად შეურაცხყოფად მიიღეს. ბოდიშს ვუხდით ყველა განაწყენებულ მხარდამჭერს შექმნილი არასასურველი ვითარებისთვის და ყველას ვისაც გაუაზრებლად გული ვატკინეთ. შეგახსენებთ, თეთრი ხმაურის მოძრაობა, ყოველთვის იყო და იქნება სოლიდარული სამოქალაქო უფლებების მოძრაობების მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, სტუდენტების, მუშების, გარემოსდამცველ მოძრაობებსა და ცხადია ქვიარ თემს. ვიბრძვით ჩაგვრის წინააღმდეგ სოციალური თანასწორობის იდეისთვის. ჩვენი მთავარი ლოზუნგი „ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო“, არ არის მხოლოდ ლოზუნგი, რადგან თეთრი ხმაურის მოძრაობის სავიზიტო ბარათი სწორედ ინკლუზიურობაა. პრობლემა რომლის გარშემოც გავერთიანდით ყველასთვის საერთოა. ქვიარ თემთან კი, არამხოლოდ სოლიდარულია მოძრაობა, არამედ ისინი ჩვენი ბრძოლის ავანგარდში დგანან და ჩვენთვის რთულიც კია აღნიშნულ თემზე განყენებულად საუბარი. ქვიარ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ხელი არ შეუშლია მოძრაობისთვის ღია მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათთვის. თეთრი ხმაურის მოძრაობა ყოველთვის ცდილობდა, სისტემის მიერ ჩაგრული ჯგუფების ძალისხმევის გაერთიანებას უსამართლობასთან და ძალადობასთან ბრძოლაში. მიზანიც საერთო გვაქვს - საზოგადოებრივი კეთილდღეობა“, - ნათქვამია განცხადებაში. 10 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” აქცია გამართა, სადაც გააპროტესტეს ნარკოპოლიტიკა და მოუწოდეს პარლამენტს, რომ დროულად დაიწყოს საპარლამენტო განხილვები კანონპროექტის მისაღებად.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)