|
2017-12-15 11:49:44, 1723 ნახვა
კომენტარი
ხადური: „სიტროენ ჯორჯიასგან“ ინფორმაციას ველოდებით - შევეცდებით, მოკვლევა ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე დაიწყოს
„ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა, თუმცა თუ მანამდე მივიღეთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად „სიტროენ ჯორჯიასგანაც“, შევეცდებით, მოკვლევა უფრო ადრე დავიწყოთ“,- ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უწყებამ "სიტროენ ჯორჯიას" საჩივარი 12 დეკემბერს მიიღო, 13 დეკემბერს კი, მხარეებს გადაუგზავნა, რათა ინფორმაცია ყველასგან მიიღონ. "გუშინ ჩვენ გავუგზავნეთ წერილი „სიტროენ ჯორჯიას“ და მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება ძალიან საჯარო. მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ ყველა ინფორმაციას ვერ მივიღებთ. მოკვლევის დაწყებისთვის ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა, ჩვენ შევეცდებით, რომ თუ მანამდე მივიღეთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად „სიტროენ ჯორჯიასგანაც“ უფრო ადრე დავიწყოთ მოკვლევა. პრემიერ მინისტრთან ამ საკითხზე არ გვქონია საუბარი",-განაცხადა ხადურმა. შეგახსენებთ, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. "თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდა, მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო", - დასძინა პრემიერმა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე განმარტებაც გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. „2017 წლის 7 აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერის გამოცხადებამდე, სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა. წინადადებები დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ დილერს, შედგა საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მიმწოდებლებთან და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შედგა სატენდერო მოთხოვნები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რაც გულისხმობს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას. ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კონტრაქტორ კომპანია „ავტოსპეცპრომს“ არ ჰქონდა წარმოების 5 წლიანი გამოცდილება; შეუსაბამობები იყო ტექნიკურ მახასიათებლებში, ვადაგასული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატიც. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)