|
2018-05-07 19:22:52, 2370 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ანკარასა და ჰააგაში კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების კურსები გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის ქალაქ ანკარაში, ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამისა და თურქეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს. ტრენინგის თემა იყო კრიზისული სიტუაციის დროს ოპერატიული დაგეგმვისა და მასზე რეაგირების გეგმის შემუშავების სპეციფიკა, ასევე, ჰუმანიტარული და საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და კოორდინაციის საკითხები. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის ორგანიზებით გამართულ კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების ტრენინგში, რომელიც ქალაქ ჰააგაში, პროგრამის - „ევროკავშირის ტრენინგი საპოლიციო სერვისებზე 2015-2018“ (EUPST) ფარგლებში ჩატარდა. სწავლების მიზანი იყო ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების პოლიციის ოფიცრების შესაძლებლობების განვითარება. ტრენინგი მოიცავდა საერთაშორისო მისიების სხვადასხვა ეტაპებისა და აუცილებელი ფაქტორების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. სწავლების მონაწილეები კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარებს დაეუფლნენ, ინფორმაცია მიიღეს საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობაზე და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ მსგავს ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
(NS)
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)