|
2017-12-14 16:42:35, 2020 ნახვა
საზოგადოება
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში შესწორება შევიდა
პარლამენტში "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კოლეგებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი II მოსმენით გააცნო. მომხსენებელმა, კანონპროექტის წარდგენისას, ის ორი მუხლი გამოყო, რომლებიც კონსულტაციების შედეგად ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა. კერძოდ, საუბარია კანონის მე-16 და 33-ე მუხლის ახალ რედაქციაზე, რომელიც პროექტში I მოსმენის შემდეგ შეიცვალა. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს დამწყები საწარმოების წახალისების, ტელე რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყბის მიზნით. ბესელიას თქმით, აქ დაემატა ჩანაწერი, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის დაფინანსების განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭო გენრალური დირექტორის წარდგინების საფუძველზე. მაუწყებლის შესახებ კანონპროექტში ორი საკითხია, რომელზეც დეპუტატები განსაკუთრებით ვერ თანხმდებიან. ეს ეხება რეკლამის თემასა და სტარტაპების ჩანაწერს. კერძოდ, ცვლილებები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული და სოციალური რეკლამების განთავსების პირობებს ადგენს და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა, დამწყები საწარმოების და სტარტაპების დაფინანსება მოახდინოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება. დარგობლივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ წამყვანი კომიტეტის სახელით, კანონპროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ხანგრძლივი კონსულტაციებისა, კომიტეტმა კანონპროექტს უარყოფითი დასკვნა მისცა. „ფუნდამენტალური კონსულტაციები მიმდინარეობდა და რამდენიმე საკითხზე, მათ შორის შესყიდვების ნაწილზე, შეთანხმება მოხერხდა, თუმცა დარჩა ორი საკითხი, რომლებზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და შესაბამისად, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)