|
2017-12-14 15:18:26, 1836 ნახვა
კომენტარი
ბესელია გოცირიძეს: ყოველ გამოსვლაში ბოდიში მაინც მოიხადეთ, იქნებ ერთ დღეს ხალხმა მოგიტევოთ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის და "ევროპული საქართველოს" დეპუტატის სერგო რატიანის კრიტიკას გამოეხმაურა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, "მუდმივად უტიფარი განცხადებების გაკეთება სირცხვილია". "ამ თემაზე საუბრის დროს მუდმივად თავდაცვის რეჟიმში უნდა იყოთ თქვენც (რომან გოცირიძე) და ბატონი რატიანიც, რომელიც გავარდა გარეთ და არ ეყო ნებისყოფა, რომ 3 წუთი ამისთვის მოესმინა. მუდმივად ასეთ რეჟიმში, რომ გადაგყავთ საუბარი იქვე უნდა ამბობდეთ - რა ევროპული სტანდართით, რომელი ევროპული ქვეყნის მაუწყებლის საერთო ქცევის წესით ხდებოდა ის, როდესაც შტურმით იღებდით მაგალითად ტელე "იმედს" და სპეცრაზმით შევარდნილებმა ფეხქვეშ გაიგდეთ ჟურნაალისტები. რომელი სტანდარტით ხდებოდა ეს?! გაიხსენეთ რას უშვებოდით კერძო ტელევიზიებს - "კავკასიას", "მაესტოს". ასევე ის თქვით, რომელი სტანდარტით, აბსოლუტურად ყველა ტელევიზიას მათ შორის მაუწყებელს უწერდით ვის როგორი ქრონომეტრაჟით და რა დროს უნდა ელაპარაკა. ერთმანეთისგან არაფერი განსხვავდებოდა. ასეთ პირობებში დაგანარცხათ თქვენ მიწაზე ბიძინა ივანიშვილმა, როცა არ იყო არანაირი თავისუფალი სივრცე და სიტყვა. დღეს თქვენ ე.წ. მედია დამცველები გამოდიხართ და ამბობთ, რაღაცეებს. თავი დაანებეთ ამ ბრალდებებით ლაპარაკს. ყოველ გამოსვლაში, ბოდიში მაინც მოუხადეთ ქართველ ხალხს და იქნება ერთ მშვენიერ დღეს ხალხმა გაიღვიძოს იმ განწყობაზე, რომ მოგიტევოთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)