|
2017-12-14 13:56:31, 2157 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჟენევის საერთასორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდზე ქართულმა მხარემ ყველა აქტუალური საკითხი წამოჭრა. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს: „რომელიც უკავშირდება ადამიანების მდგომარეობას უშუალოდ ორივე რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონში მცხოვრებთა პრობლემებს და იმ შეზღუდვებს, რომელიც მათ მიმართ საკმაოდ დისკრიმინაციული მიდგომით ხორციელდება. აუცილებლობას იმისა, რომ აუცილებლად უნდა იყოს შესაძლებლობები მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, არ შეფერხდეს და გაფართოვდეს ის შეზღუდული შესაძლებლობები, რომელიც უკავშირდება ადმინისტარციული, გამყოფი ხაზის კვეთას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც გამყოფ ხაზთან ცხოვრობს და არა მარტო მათთვის. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი საყრდენი საკითხები. ეს სამი საკითხი გახლავთ - ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო მექნაიზმების ამოქმედების აუცილებლობა და ასევე დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყება და ხელშეწყობა. ეს საკითხები დიდწილად უკავშრდება 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შესრულების აუცილებლობას, რომ რუსეთს აქვს ვალდებულებები შესასრულებელი და ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ისმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. სამწუხაროდ, დევნილთა დაბრუნებაზე გამართული დისკუსია ძალიან პოლიტიზირებულ მცდელობებს უკავშირდება, რომ არ შედგეს ასეთი დისკუსია. თუმცა, მინდა, გამოვთქვა იმედი და მოვუწოდო ყველა ჩართულ მონაწილეს, რომ დაეთმოს ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ჯეროვანი ყურადღება. ჩემი სამინისტრო ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, ქართულ დელეგაციას, რომლის ფარგლებშიც დევნილთა დარუნების საკითხი განიხილება, ასევე გადაადგილების თავისუფლება, მიწებზე, სამეურნო მიწებზე წვდომა, მოსახლეობის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა, საკუთრების უფლება და ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ ჟენევის მოლაპარაკებებზე, ვსაუბრობთ მოგვარების გზებზე. მინდა სრულიად დარწმუნებით გითხრათ,რომ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში და ეს აქვს ქართულ მხარეს, ბევრ საკითხზე ბუნებრივია, შესაძებელია შეთანხმების მიღწევა და ამას ცდილობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები”,-განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ პირველი შემთხვევა არაა, რომ რუსეთმა მოლაპარაკების მაგიდა დატოვა: „რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადებები გაკეთებულა ადრეც და ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტებაა გაკეთებული. ადრეც მომხდარა, რომ მოლაპარაკებების მაგიდიდან ამდგარან. თუ ვინმეა დაინტერესებული, ქართული მხარეა დაინტერესებულ, რომ ძალის გამოუყენებლობა იყოს შესრულებული, ამაზე არაერთხელ გვითქვამს, არის ჯერი რუსეთზე და არანაკლებ მნშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება, რაც ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ამ რაუნდების განმავლობაში", - განაცხადა ციხელაშვილმა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)