|
2017-12-13 20:11:16, 3264 ნახვა
ეკონომიკა
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მესამე-საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტი ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. მამუკა ბახტაძის თქმით, ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულ მაჩვენებლებზეა დაგეგმილი და 2018 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 5%-6%-მდე იზრდება. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 260.0 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები - 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს 23.4%); აქედან საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 160 მლნ ლარით, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 630.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 400 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს. აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 3.6 პროცენტს შეადგენს; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს. სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 170.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს. გრანტები - 364.2 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 100.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები - 385.0 მლნ ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, მთლიანი მოცულობა 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 1,206 მილიარდ ლარს. სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის და რჩება სტაბილურ დონეზე, 45%-ის ირგვლივ და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 60%-ს. 2016 წლისათვის სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 44.6 პროცენტი შეადგინა. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოცულობა 2017 წლის განახლებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 739,0 მლნ ლარით და 12,459.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ 2017-2020 წლების ფისკალური პოლიტიკა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ოთხპუნქტიან გეგმას ეფუძნებოდა და სწორედ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო-სავალუტო ფონდის მიერ, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოსთვის ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)