04:14 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 17:47:51, 2208 ნახვა

საზოგადოება
არხილოსკალოში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის თემაზე, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის თემაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან  შეხვედრა გაიმართა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა  ადგილობრივებს მიწის რეგისტრაციის პროცედურების  შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერმა,  ელენე გრიგოლიამ და SIDA-ს პროექტის სამუშაო კომპონენტის ხელმძღვანელმა, ლაშა ექიზაშვილმა მიწის რეგისტრაციის საკონონმდებლო და ტექნიკური დეტალები განიხილეს. მათ არხილოსკალოს მცხოვრებთა კითხვებსაც უპასუხეს.

არხილოსკალო კახეთის რეგიონში მესამე სოფელია, სადაც საპილოტო პროექტი ხორციელდება. ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 12 დასახლებაში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა და გასწორდება საკადასტრო მონაცემები. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურებებს მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics