|
2017-12-12 15:44:23, 2147 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბები ექვს ქალაქში შეიქმნება
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომლებსაც მოსწავლეები „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბებში“ (SKYE კლუბები) დაეუფლებიან. პროგრამა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს, პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში დაიწყება. ესენია - თბილისი, რუსთავი, ბათუმი, გორი, თელავი და ლაგოდეხი. სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები უკვე დასრულდა. ახალგაზრდები გაეცნენ SKYE კლუბების არსს, მის ძირითად სასწავლო მიმართულებებს, მიიღეს ინფორმაცია კარიერული და პიროვნული განვითარებისთვის პროგრამის როლსა და მნიშვნელობაზე. კლუბებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ 16 - 21 წლის ახალგაზრდებს და ოთხი სასწავლო მიმართულებით იმუშავებს: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა. პროგრამა სწავლების ეტაპზე ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები სრულად უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კლუბები მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)