|
2017-12-12 14:59:58, 2531 ნახვა
ეკონომიკა
6 ქვეყანა, სადაც ბიტკოინის გამოყენება აკრძალულია
კრიპტოვალუტების ფასები 2017 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და ინვესტორები მათში კვლავ დიდ პერსპექტივას ხედავენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიმდინარე წელი კრიპტოვალუტის წლად გამოცხადდება. კრიპტოგრაფიული ვალუტებიდან ბიტკოინი ყველაზე პოპულარულია. მისი საბაზრო ღირებულება, დღესდღეობით, ყველაზე დიდია. შესაბამისად, ის ყველაზე წარმატებული ციფრული ვალუტაა. ბიტკოინის შესახებ დღეს ხშირად საუბრობენ. დაობენ მის დადებით და უარყოფით მხარეებზეც. საზოგადოების ერთი ნაწილი მას უსაფრთხო ვალუტად მიიჩნევს მაშინ, როდესაც მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მისი ნდობა არ შეიძლება, რადგან ფულის ამ ერთეულის მოხმარებისას ადამიანი არასდროს არის დაცული. მსოფლიოში სულ 6 ქვეყანაა, რომელშიც ბიტკოინი იკრძალება. 2014 წელს ბოლივიის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა ყველა ვალუტა, რომლებზეც სამთავრობო რეგულირება არ ვრცელდება. ამ სიაში ბიტკოინიც მოხვდა. ეკვადორში ფულის ელექტრონული მიმოცვლა დაშვებულია, თუმცა კრიპტოვალუტების გამოყენება იკრძალება. ბიტკოინის გამოყენებას ბანგლადეშში ორი კანონი კრძალავს - 1947 წლის საგარეო ვალუტის კონტროლის აქტი და 2012 წლის ფულით თაღლითობის კონტროლის აქტი. შემდეგი ქვეყანაა ყირგიზეთი, სადაც 2014 წლის ივლისში ყირგიზეთის მთავრობამ განმარტა, რომ ბიტკოინისა თუ სხვა კრიპტოვალუტის გადახდის ფორმად გამოყენება არალეგალურია. ნეპალის მთავრობამ ბიტკოინი იმ მიზეზით აკრძალა, რომ მას ტრანზაქციებზე თვალის მიდევნება არ შეუძლია. ნეპალში ადამიანთა გარკვეული ჯგუფიც დააკავეს, მათ ბრალი ბიტკონით ვაჭრობაში დაედოთ. ბიტკოინი მაროკოში მიმდინარე წლის ნოემბერში აიკრძალა. ქვეყნის ცენტრალურ ბანკს აკრძალვასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მსგავსი განცხადება ჰქონდა: "ბიტკოინი დახურული საგადასახადო სისტემაა, რომელსაც საფინანსო ინსტიტუციები ვერ აკონტროლებენ."
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)