|
2017-12-12 13:26:46, 2070 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის
„აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყალიბდება აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიული ხედვა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, არა მხოლოდ თვითონ, უშუალოდ, სამსახურის რესურსების გაძლიერებაში, არამედ, მთლიანად, კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირების პრაქტიკის დახვეწაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტი და აუდიტის სამსახური წარმატებულად თანამშრომლობენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის დამტკიცებას როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. „მოხარული ვარ, რომ გვაქვს ინსტიტუციური კავშირი პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის. ვთანამშრომლობთ ძალიან დიდი წარმატებით. ასეთივე წარმატებით გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას. მოხარულნი ვართ, რომ აუდიტის სამსახურს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი და ამ თანამდებობაზე წარდგენილ იქნა ისეთი კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ერთნაირი პოზიციები იყო. ბატონი ირაკლის წარდგენას და მის თანამდებობაზე დამტკიცებას პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საყოველთაო დადებითი შეფასება მოჰყვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით, აუდიტის სამსახურმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და ახლა დროა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სამსახურის რესურსების განვითარებას. „ ამ კუთხით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვის არსებობა, საშუალო ვადიანი ხედვის არსებობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშუალო ვადიანი ხედვა მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, რასაც ჰქვია აუდიტის სამსახურის რესურსების თვისებრივი გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში. აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თითოეულმა უწყებამ, თითოეულმა სამსახურმა, თითოეულმა სამინისტრომ, პარლამენტმა ჯეროვნად და კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტორის სამსახურისადმი მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)