06:22 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 15:54:52, 1746 ნახვა

კომენტარი
კობახიძე:კონსტიტუციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი გაზრდილია. 

„ჩვენ გავზარდეთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, კერძოდ, ცალკე არის დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლება, რაც აქამდე არ იყო კონსტიტუციით დაცული და საერთოდ არ იყო კონსტიტუციაში მოხსენიებული. იყო ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ შეიცვალოს ჩანაწერი ჩარევის საფუძვლების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა. საბოლოო ჯამში, კონენსუსის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა დაემატოს რაიმე ჩანაწერი მე-18 მუხლს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით. კონსულტაციების გამართვამდე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოერიდება.

„ჩვენ დავპირდით როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომ კიდევ ერთხელ შედგება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ კონსულტაციებამდე მე მოვერიდები ჩემი პოზიციის დაფიქსირებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics