08:04 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 13:27:59, 2289 ნახვა

სამართალი
კახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის განყოფილებაში, ასევე, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონულ განყოფილებებში ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: 1984 წელს დაბადებულმა რ.ქ.-მ, 1962 წელს დაბადებულმა მ.ზ.-მ, 1975 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1991 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, „პგ“-ს ტიპის ხელყუმბარა, 600 გრამი ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, 120 გრამი ფეთქებადი ნივთიერება „ამონალი მაგნიუმ 365“, 2 პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის 299 საბრძოლო ვაზნა.

„ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან“,-აცხადებენ სამინისტროში. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics