|
2017-12-11 12:03:57, 1811 ნახვა
საზოგადოება
რეფორმები და გაერო-ს განვითარების გეგმა - ბარამიძემ კონგრესის მონაწილეებს ქართული გამოცდილება გაუზიარა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დიუსელდორფში გამართული კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა, სადაც გაერო-ს მდგრადი განვითარების გეგმის იმპლემენტაციაზე იმსჯელეს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძემ პლენარულ სხდომაზე „მდგრადობის ათწლედი“ დამსწრეებს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელებასა და ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს როლთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა. მდგრადი განვითარების არქიტექტონიკა საქართველოში, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის, საქართველოს ხელისუფლების გეგმები ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ამოცანების მდგრადი განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში ინტეგრირების კუთხით, რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ალექსანდრე ბარამიძემ თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანიის ხელისუფლებასა და ხალხს იმ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რომელსაც საქართველო ამ ქვეყნისგან იღებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციის სფეროში. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციულ პოლიტიკასა და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. დიუსელდორფში გამართულ კონგრესში მონაწილეობდნენ გერმანიის მაღალი დონის პოლიტიკური და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები აკადემიური წრეებიდან, კერძო სექტორიდან, მედიიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან, აგრეთვე, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. (NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)