|
2015-05-08 14:59:17, 427 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო
მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. როგროც პრემიერმა აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი საზოგადოების თითოეული წევრის თავისუფლებაა. „ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის უპრეცედენტო რეფორმაზე, სოფლის მეურნეობაში ჩადებულ უდიდეს ძალისხმევაზე და ასე შემდეგ, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს და რაც მთავარია, ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა, შეუქცევადია. სწორედ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების წინსვლისთვის. ახლა მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა. ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას. გავაგრძელებთ მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებს; გავუადვილებთ საქმიანობას ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, მსხვილ ბიზნესმენებს და ინვესტორებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადამიანებს წარმატების რეალური შესაძლებლობები ჰქონდეთ ",-განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს არჩევანი ევროპული დემოკრატიაა. მისივე თქმით, მთავრობა დგამს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გაცილებით მშვიდი, უსაფრთხო და სტაბილური გახდეს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
40%-იანი ფასდაკლება Cellfie-ის Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე BOG-ის ბარათებით გადახდისას
უკრაინამ მოსკოვის საჰაერო სივრცის ბლოკადა განაახლა, რის შედეგადაც ოთხივე აეროპორტი მუშაობას წყვეტს
68 წლის შერონ სტოუნმა 34 წლის შემდეგ ხელახლა განასახიერა „ძირითადი ინსტინქტის“ ლეგენდარული სცენა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)