|
2017-12-11 10:19:08, 1822 ნახვა
საზოგადოება
48 საათიანი ჰაკათონი ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის დასრულდა
დასრულდა 48 საათიანი ჰაკათონი Garage48 "Gemification&Entertainment", სადაც პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა, მეწარმეებმა და პროექტ-მენეჯერებმა განავითარეს კრეატიულ იდეები და შექმნეს სამუშაო პროტოტიპები. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მონაწილემ, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად. უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა: I ადგილი - Georgian Hero - აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ დროებითი სამსახურების მოძიებას II ადგილი - Clap - პროგრამა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს მუსიკალურ ღონისძიებებს, გაამარტივებს ბილეთებისშეძენას და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. აუდიტორიის რჩეული გახდა Proffesion Detector - ვებ-გვერდი, რომელიც ახალგაზრდებს უადვილებს პროფესიის შერჩევას. ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდის სტატუსი მოიპოვა აპლიკაციამ Ladybug, რომელიც ადამიანებს ეხმარება დაკარგულინივთების მოძიებაში. ყველაზე დიდი გლობალური პოტენციალის მქონე იდეა კი Challen.ge გახდა - ვებ-გვერდი,რომელიცადამიანებს ხვადასხვა სირთულის გადალახვაში ეხმარება. ასევე, გამოვლინდნენ ყველაზე გიჟური იდეის ავტორიპროექტი - Maika, ხოლო საუკეთესო პრეზენტაციისთვის გუნდი Elysium დაჯილდოვდა. პირველი ადგილის მფლობელებს თიბისი ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორეადგილს ერთთვიანი წევრობა Impact Hub Tbilisi-ში. ჰაკათონის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის იმის სწავლება, თუ როგორშეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ. Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაშიტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმეწარმატებული სტარტაპი. Garage48-ის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi და თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)