|
2017-12-08 18:29:42, 2208 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულებას, განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმოხილვის დასრულებას ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე დაუჭირა მხარი. მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ საქართველოს მთავრობის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა ფონდის მხრიდან. ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მინისტრს გააცნო მათი ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და ის მიმართულებები, რასაც საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გააგრძელებენ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მხარდაჭერით „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის" პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიზანია, გაუმჯობესდეს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და სასწავლო გარემო, მიღწეულ იქნეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მიმართ. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბანკის ჩართულობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით. (NS)
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)