|
2017-12-08 18:24:17, 1748 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მივესალმებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეულ ეფექტურ სამუშაოსა და კონტრიბუციას ადგილზე დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სადამკვირვებლო მისიის შეღწევა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. მხარს ვუჭერთ გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს (IPRM). მოვუწოდებთ მონაწილეებს, გამონახონ შესაბამისი საშუალებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების გადასაჭრელად. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო წვრთნების გახშირებასა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების მეტად გაძლიერებასთან დაკავშირებით. ვგმობთ გადაადგილების თავისუფლების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების უხეშ დარღვევებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“, რაც გამოიხატება ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვასა და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაში, უფრო მეტად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის სოფელ ერედვში, ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. ეს გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური ქართული მოსახლეობის კვალის სრული გაქრობისკენ მიმართული პოლიტიკის გამოხატულება. განცხადება კეთდება კანადის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სახელით.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)