|
2017-12-08 14:21:01, 2218 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან აგვისტოს ომის თემაზე ინტენსიურ დიალოგს აგრძელებს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიის ფარგლებში პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებს ხვდება. ყველა შეხვედრის თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა. პარტნიორი ქვეყნების ინფორმირება 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა პარტნიორ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს განუმარტა, თუ რა სირთულეები არსებობს ჰააგის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ჰააგის სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუციაა ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც საკუთარი ინტერესების დაცვას მხოლოდ სამართლებრივი გზების გამოყენებით ხედავს. მისივე თქმით, მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებისთვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის. ამასთან, დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინსტიტუციურ და სამართლებრივ გაძლიერებას ემსახურება, რათა სასამართლოს მანდატი სრულად და ეფექტურად შესრულდეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრების დროს აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესს მრავალი სირთულე ახლავს თან და საქართველოს იმედი აქვს, რომ პარტნიორი ქვეყნები და ცივილიზებული მსოფლიო ყველაფერს გააკეთებენ 2008 წლის ომის საქმეზე მართლმსაჯულების აღსასრულებლად. პარტნიორი ქვეყნების დელეგაციებთან ინდივიდუალური შეხვედრები იმ საინფორმაციო საქმიანობის ნაწილია, რომელსაც ქართული დელეგაცია რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის ფარგლებში ახორციელებს. ნიუ-იორკში ყოფნისას დელეგაცია უკვე შეხვდა ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, არასამთავრო ორგანიზაციებს და საერთაშორისო მისიებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ 2008 წლის ომის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების შესახებ. რუსული აგრესია, აგვისტოს ომი და მცოცავი ოკუპაცია იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის გამოსვლის მთავარი თემები, რომლებითაც მან პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა. ქართული დელეგაცია გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ასამბლეა 4 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს გურმენდიმ და ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გახსნეს. (NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)