|
2017-12-07 18:18:18, 3443 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები საბოლოო მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონპროექტი მესამე-საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები 86 ხმით მიიღეს. ცვლილებებით ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული სტრუქტურის კომპონენტის შერწყმა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელად განესაზღვრება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი არ ეცვლება თუმცაღა, მასში ხდება ენერგეტიკის სამინისტროს შერწყმა. ასევე, ხდება გარემოს დაცვის სამინისტროდან მხოლოდ წიაღისეულის კომპონენტის შერწყმა. იცვლება კულტურის სამინისტროს სახელი, რომელთანაც ხდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტის შერწყმა და განისაზღვრება კულტურისა და სპორტის სამინისტროდ. დანარჩენი სამინისტროები იგივე სახით რჩება. აღნიშნული კანონპროექტით წარმოდგენილი არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ვინაიდან ეს არ არის კანონის რეგულირების სფერო. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს, თუმცა ეს მოხდება მთავრობის დადგენილებებით მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი კანონპროექტები უკვე მიღებული და იურიდიული ძალის მქონე იქნება. კანონპროექტიდან ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ხორციელდებოდა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის შერწყმა, იმ ფუნქციებით, რა ფუნქციებიც კანონით ჰქონდა გათვალისწინებული სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე. ცვლილებები შედის თანმდევ 99 კანონში, რომელიც სახელების ჩანაცვლებას და კანონებში ფუნქციების გადანაწილებას ითვალისწინებს იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა კომპონენტები სხვადასხვა სამინისტროებში გადადის და აქამდე კანონმდებლობით გაწერილი ფუნქციები გადანაწილდება იმ სამინისტროებზე, რომლებიც უკვე წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სამართალმემკვიდრე სამინისტროებად განისაზღვრება. რაც შეეხება ადამიანური რესურსის მართვის საკითხს, მთავრობა შესაბამის უწყებებს, რომლებიც როგორც სამართალმემკვიდრე ისე, მხარჯველ ორგანიზაციად გამოცხადდებიან რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და შერწყმის პროცესის განსახორციელებლად, გარკვეულ ვადას განუსაზღვრავს, რის შემდეგაც დაფიქსირდება თუ რა სახის საბიუჯეტო ცვლილება იქნება ამ პროცესის დასრულების შედეგად გამოწვეული.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)