00:59 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 15:45:19, 1976 ნახვა

საზოგადოება
9 დეკემბერს „მოყვარულთა თასი 2017-ის“ ფინალი გაიმართება

შაბათს, 09 დეკემბერს, 13:00 საათზე, წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე, „მოყვარულთა თასი 2017-ის“ გათამაშების ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამარჯვებული გუნდები: ფოთის „ჭაბონამა“ და თბილისის „ნახალოვკა“ დაუპირისპირდებიან.

„მოყვარულთა თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  პროექტმა სტარტი აიღო 2017 წლის 19 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობა მიიღო 300-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა და 8000-მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა. ფინალურ ეტაპზე კი რეგიონალური ლიგების გამარჯვებული გუნდები და თბილისის მერიის თასის ფინალისტები ასპარეზობდნენ.

გამარჯვებულ გუნდს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გადაეცემა სიმბოლური და ფულადი პრიზები.

დასწრება თავისუფალია.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.

ფოთის „ჭაბონამა“​

თბილისის „ნახალოვკა“





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics