|
2017-12-06 21:25:27, 2121 ნახვა
პოლიტიკა
რექს ტილერსონი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ.-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ნატო-ს სამშვიდო მისიებში შეტანილ წვლილს და აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ალიანსის წევრი. „დღეს დილით პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, საქართველო ავღანეთში ჩვენი საერთო მისიის მსხვილი კონტრიბუტორია, უმსხვილესი ერთ სულ მოსახლეზე ყველა კონტრიბუტორ ქვეყანას შორის და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი. რაც შეეხება ჩვენს ბოლო სესიას, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ყველა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს უნდა ჰქონდეს საშუალება გახდეს ალიანსის წევრი და არც ერთ მესამე მხარეს არაფერი ეთქმის ამასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც უკვე ათწლეულების მანძლზე, მტკიცედ გააგრძელებს ნატოს მე-5-ე პარაგრაფის მხარდაჭერას, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ერთიანი თავდაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, როგორც განსაზღვრულია ნატო-ს ქარტიაში და ჩვენ გავაგრძელებთ ყოველივე ამას იმ რწმენით, რომ ჩვენი მოკავშირეებიც ასევე მოიქცევიან", - განაცხადა ტილერსონმა. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციისპროცესისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)