00:59 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 19:29:35, 1970 ნახვა

საზოგადოება
ევრონიუსმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა

„საქართველოს სურს გახდეს რეგიონული ცენტრი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ვრცელი რეპორტაჟი ევრონიუსის ვებგვერდზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ეძღვნება.

ევრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში და აქტიურად  აშუქებდა აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის, მთავრობის წარმომადგენლებისა და ფორუმის მონაწილე სხვა დელეგატების ვრცელი კომენტარები.

„თბილისმა მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყნიდან ასობით სტუმარს უმასპინძლა „სარტყელისა და გზის“ფორუმის ფარგლებში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან.თავისი სტრატეგიული მდებარეობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის წყალობით, საქართველოს  შეუძლია აღიდგინოს პოზიციები და გახდეს მსხვილი რეგიონული ცენტრი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, - ნათქვამია სიუჟეტში.ევრონიუსის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ასევე საუბარია ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის, თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართა, ქართული და უცხოური მედიის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა გააშუქა.  მათ შორის იყოEuronews, BBC, Bloomberg, DeutscheWelle, TheEconomist, AlJazeera, TheGuardian და ა.შ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics