|
2015-05-07 21:19:42, 949 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი შემოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორები, როგორიცაა „რიქსოსი“ ბორჯომში, „პარკინ ბაი რედისონი“ - თბილისში, „მერიოტ“-ის უფრო დაბალპროფილიანი ქსელი „მოქსი“. ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან გვჭირდება 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ასევე 2016 წელს დასრულდება მილენიუმის 220-ნომრიანი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტი და ასევე ისეთი პროექტები, როგორიცაა “Intercontinental”; “Kempinski”, “Starwood”, Mercure, Hyatt და სხვა. დასრულდება „ბესტ ვესტერნ“-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა და კომპანია, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, რეგიონების მიმართულებით, 12 რეგიონში 12 სასტუმროს ააშენებს. ეს არის 3 და 4 - ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი „ბესტ ვესტრენი“, რომელიც ასევე შემოვიდა საქართველოში. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ტურიზმის განვითარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ნიშისთვის, რომელსაც ჩვენ ინტენსიურად ვიზიდავთ. მთლიანობაში ამ ორ წელიწადში 2182 სასტუმრო ოთახი დაემატება საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მატებაა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)