01:23 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 10:32:18, 1784 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, დღეს ღირსების მანიფესტაციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან  ღირსების მანიფესტაციას გამართავს.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, პარტია საგანგებო რეჟიმში გადადის და მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც  საქართველოს თავისუფლების იდეალები ძვირფასია, მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში.

„რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს პრეზიდენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი  დააკავეს. მისი დაპატიმრება ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანშია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე ხდება. 

სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოქმედების საგანგებო რეჟიმზე  გადადის და  საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას  აცხადებს.

მოვუწოდებთ ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენას. პარტია ამ წუთიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმში გადადის“,-აღნიშნა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა  მისი განყოფილებაში გადაყვანა ვერ შეძლო. სააკაშვილის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. აქტივისტებმა სააკაშვილი მანქანიდან გადმოიყვანეს. სააკაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და კიევის მაცხოვრებლებს მოუწოდა, ქვეყნის პოროშენკოსგან გასათავისუფლებლად ბრძოლა დაიწყონ.

მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics