|
2017-12-05 14:53:30, 1850 ნახვა
საზოგადოება
ტუბერკულოზის ცენტრი ევროპული კვლევების კლასტერული ცენტრების რეესტრში გაწევრიანდა
ტუბერკულოზისა და ფილტვის დავადებათა ეროვნულ ცენტრს კლასტერული ანალიზისთვის ევროპული სამდივნოს (Euroepan Secretariat for Cluster Analysis - ESCA)სერტიფიკატი მიენიჭა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2014 წლის ნოემბერში შეაფასა. უწყების ცნობით, შეფასების ერთ-ერთ პრიორიტეტად განვითარებული ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობა და შემდგომი განვითარება განისაზღვრა. მისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრმა სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი დააარსა. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა წამყვან ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებთან და ფონდებთან. უცხოელ პარტიორებთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიმდინარეობს 42 სამეცნიერო კვლევითი პროექტი, მათ შორის ხუთი საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომელთა ავტორობით ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში 47 ნაშრომი დაიბეჭდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელშეწყობით, დაიგეგმა და მომზადდა ტუბერკულოზის ცენტრის განაცხადი Euroepan Secretariat for Cluster Analysis (ESCA)-ისთვის ევროპული კლასტერული ორგანიზაციების წევრობაზე. 2017 წლისათვის მსოფლიოში ჯანდაცვისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების კუთხით „კლასტერული ორგანიზაციების პლატფორმაზე“ წარმატებით დარეგისტრირდა 72 ორგანიზაცია, მათ შორის 13 გერმანიაში, 8 დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა ამ დრომდე ერთადერთი სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი კლასტერია, რომელმაც ESCA აღიარება მოიპოვა. სერტიფიკატის მოპოვება ცენტრს იგივე სფეროში დარეგისტრირებულ ევროპულ კლასტერულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროგრამების, სამეცნიერო პროექტების შემუშავებისა და Horizon 2020-ის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს. (NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)