|
2017-12-05 12:47:17, 1675 ნახვა
კომენტარი
ბესელია სააკაშვილის დაკავებაზე: ყველა სამართლებრივი პროცედურა, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე ქართული მხარის მიერ მოთხოვნა უკრაინაშო მის დაკავებამდე იყო გაგზავნილი. მისივე თქმით, სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია. ბესელიას განმარტებით, ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება: „მოთხოვნა აქამდეც იყო გაგზავნილი ექსტრადირების თაობაზე და ამ თემაზე გაკეთებული აქვს უკვე როგორც იუსტიციის სამინსიტროს ასევე მთავარ პროკურატურას შესაბამისი განცხადებებიც და განმარტებებიც. ეს სამართლებრივი პროცედურა საერთასორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საერთასორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს საქართველოში წინასწარი პატირმობა შეფარდებული, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება.ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა მოხდება ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, - ამის შესახებ Strana იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სახურავიდან სპეცრაზმელებმა ჩამოიყვანეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი შენობიდან გაიყვანა და მანქანაში ჩასვა. ამ ეტაპზე სააკაშვილის განყოფილებაში გადაყვანას ცდილობენ, თუმცა ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა უსაფრთხოების სამსახურს მანქანის გაყვანის შესაძლებლობას არ აძლევს. ამასთან, სააკაშვილის დაკავების ორდერიც გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)